19:12 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 14:53:11, 2788 ნახვა

სამართალი
გახარია: შეიქმნება ორი ჯგუფი, ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკაზე, მეორე - სპეცოპერაციაზე იმსჯელებს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებთან ერთად, ორი სამუშო ჯგუფი შეიქმნება.

მინისტრის განმარტებით, ერთი ჯგუფი ნარკოპოლიტიკის მიმართულებით იმუშავებს, ხოლო მეორე ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე იმსჯელებს.

„შეიქმნება ორი ჯგუფი, ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს აქვს რამოდენიმე სერიოზული ფორმატი ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში და ეს იქნება ხიდი, სადაც ჩვენ მოვისმენთ კოლეგების აზრს და შევძლებთ, უფრო სწრაფად დავხუროთ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს. მეორე, იქნება ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში. იმიტომ რომ ვიმეორებ, დღეს, ოფიციალური მიმართვები უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციაში და არც გენერალურ პროკურატურაში არ არსებობს“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, შსს-ში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: შს მინისტრი გიორგი გახარია, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ლადო ბორცვაძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვირი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერები: ბექა წიქარიშვილი და დათო სუბელიანი, ასევე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული და გურა იმნაძე. შეხვედრაზე იმყოფება ასევე კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია.

 

გახარია: 12 მაისს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს

გახარია: როდესაც შსს-ს აქვს ნარკორეალიზაციაზე დასაბუთებული ეჭვი, მოქმედების არეალს ვერავინ შეზღუდავს

გახარია: ბოლო 2 კვირაში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის 48 შემთხვევა დაფიქსირდა - შსს იძულებული იყო, გადაედგა ეს ნაბიჯი





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics