00:16 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 14:13:18, 1706 ნახვა

კომენტარი
გახარია: ბოლო 2 კვირაში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის 48 შემთხვევა დაფიქსირდა - შსს იძულებული იყო, გადაედგა ეს ნაბიჯი

ბოლო ორ კვირაში, კლუბების არეალიდან ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ადამიანების საავადმყოფოში გადაყვანის  48 ფაქტი დაფიქსირდა, ამიტომ შსს იძულებული იყო, განეხორციელებინა ეს ნაბიჯი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვას, თუ რატომ იყო აუცილებელი შეიარაღებული სპეცრაზმის ამ ორმით შესვლა ღამის კლუბებში, მინისტრმა ასე უპასუხა:

„იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული 6 შემთხვევა სხვადასხვა კლუბებში, დღეის მდგომარეობით 20 გადაღებული შემთხვევაა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის. მეორე - შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან 112-ში გამოძახება და შემდგომში საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გაიზარდა ბევრჯერ და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ, შსს იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯები“, - განაცხადა შს მინისტრმა.

ცნობისთვის, შსს-ში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: შს მინისტრი გიორგი გახარია, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ლადო ბორცვაძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვირი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერები: ბექა წიქარიშვილი და დათო სუბელიანი, ასევე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული და გურა იმნაძე. შეხვედრაზე იმყოფება ასევე კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია.

გახარია: როდესაც შსს-ს აქვს ნარკორეალიზაციაზე დასაბუთებული ეჭვი, მოქმედების არეალს ვერავინ შეზღუდავს

გახარია: 12 მაისს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს

გახარია: შეიქმნება ორი ჯგუფი, ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკაზე, მეორე - სპეცოპერაციაზე იმსჯელებს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics