|
2018-05-14 13:05:27, 1298 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო და ღონისძიების სხვა მონაწილეებთან ერთად ევროპულ არჩევანზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტების როლზე საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. „ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო მჭიდრო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ის მიმართულება, საითკენაც ჩვენ მივდივართ. ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენი ხალხი არის ევროპული მსოფლმხედველობის. ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან დიდი შედეგი. თუნდაც ის, რომ დღეს თითოეულ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა, ქართული პასპორტით იმოგზაუროს ევროპულ ქვეყნებში ყოველგვარი პრობლემების გარეშე, თუმცა, მხოლოდ ეს არ უნდა იყოს ის, საითაც მივდივართ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ გვაქვს საამაყო მრავალფეროვანი კულტურა, ტრადიციები, ჩვენი ისტორია, რითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იამაყოს და სწორედ ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა საინტერესო მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მუნიციპალიტეტების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც რეფორმების თვალსაზრისით. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და იცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელზეც ვმუშაობთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია და ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის მიმართულება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია“, - განაცხადა კახა კალაძემ. კონფერენცია სახელწოდებით „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თბილისის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
(NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)