00:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 12:07:08, 1457 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში უნდა იყოს ბევრად უფრო ლიბერალური

„ნარკოტიკებთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან შემომტანზე და ზევით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა ბევრად უფრო ლიბერალური უნდა იყოს.

„ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში უნდა იყოს ბევრად უფრო ლიბერალური. ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა მომხმარებლების მიმართულებით, არამედ ნარკოდისტრიბუტორების მიმართულებით. ჩვენ ვნახეთ, რომ 8 ადამიანი არის დაკავებული ნარკორეალიზაციის ბრალდებით. თუ ეს ბრალდება დამტკიცდა, ისინი არიან ქუჩის დილერები. ამ შემთხვევაშიც და ყველა სხვა შემთხვევაში, ნარკოტიკებთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან შემომტანზე და ზევით. ამას სჭირდება კამპანია ნარკოტიკის წინააღმდეგ. კამპანია უნდა აწარმოონ არა ჩემნაირმა ადამიანება, არა ჯგუფებმა, რომლებსაც არ შეესვლებათ ამ ახალგაზრდების გულებში იმდენად აქტიურად, არამედ კამპანია უნდა აწარმოოს სწორედ ხელოვნების წარმომადგენლებმა, იმ მუსიკოსებმა, იმ მხატვრებმა, იმ სოციუმმა, რომელიც ლაპარაკობს თანამედროვე ენაზე. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ჩვენ გამოვალთ ინიციატივით, რომ კლუბური მუსიკის, ელექტრონული მუსიკის, ამ ხელოვნების წარმომადგენლებს მივცეთ შესაძლებლობა, აწარმოონ ანტინარკოტიკული კამპანია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics