08:24 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 11:11:32, 1455 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონი - ParaShoot ჩატარდება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით აცხადებს ParaShoot-ს, მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონს პროფესიონალი და მოყვარული ფილმის შემქმნელებისათვის, რომელთაც სურთ კინოს საშუალებით დაეხმარონ საკუთარ ქვეყანას. მარათონის მიზანია, ხელი შეუწყოს  სოციალური საკითხების წინ წამოწევას და კინოინდუსტრიაში ახალი სახეების გამოჩენას.

ParaShoot-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი გამოცდილებისა და უნარის მქონე სცენარისტებს, რეჟისორებსა და პროდიუსერებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. გუნდებს ექნებათ 72 საათი იმისათვის, რათა დაგეგმონ, გადაიღონ და დაამონტაჟონ მოკლემეტრაჟიანი ფილმი პროფესიონალური მოწყობილობებითა თუ მობილური ტელეფონით.

ექსპერტთა გუნდი გამარჯვებულ ფილმებს შემდეგ ორ კატეგორიაში შეარჩევს: პროფესიონალები და მოყვარულები. პროექტის პარტნიორები გამარჯვებულ გუნდებს დააჯილდოებენ სხვადასხვა პრიზით (Macbook Pro, iPad Pro) და ფულადი პრემიით (3,000 ლარი), რათა მომავალშიც განაგრძონ სოციალური თემების მხარდაჭერა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება საუკეთესო ფილმების ღია ჩვენება.

ParaShoot-ის ფარგლებში მარათონის მონაწილეთათვის მასტერკლასს გამართავს სოციალური აქტივისტი და კინემატოგრაფი ლინა სრივასტავა. ლინამ სოციალური ინოვაციის სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა მრავალი დოკუმენტური ფილმისთვის, მათ შორისაა ოსკარის მფლობელი Born into Brothels, ემიზე ნომინირებული The Devil Came on Horseback, ასევე ოსკარის მფლობელი Inocente და სანდენსის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი Who Is Dayani Cristal?

რეგისტრაცია დაიწყო!

ParaShoot-ი გაიმართება 2018 წლის 1-3 ივლისს. დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.demlab.ge/marathon

ParaShoot-ი ამერიკის საელჩოს პროექტია. მარათონს ატარებს დემოკრატიის ლაბორატორია. პროექტის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა, პარტნიორები არიან: თიბისი ბანკი, მულტიმედია განათლების ცენტრი, ბაკურიანი, რედბული, on.ge, ლიბერალი და Hello Magazine საქართველო.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics