11:28 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 22:49:09, 755 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ესტაკადაზე ხიდის მალების, ე.წ კოჭების ბურჯზე მიერთების სამუშაოები დასრულდა

ბათუმის ესტაკადაზე ხიდის მალების, ე.წ კოჭების ბურჯზე მიერთების სამუშაოები დღეს დილით დასრულდა.

დასრულების ეტაპზე მყოფი უნიკალური საინჟინრო სამუშაო 8 კოჭის ბურჯზე დალაგებას და მიერთებას გულისხმობდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიმდინარე სამუშაოებს კიდევ ერთხელ გაეცნო და ხიდის მერვე, ბოლომალის ბურჯზე დაერთების პროცესს ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად დაესწრო.

აჭარის მთავრობისთავმჯდომარის ზურაბ ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხიდის მშენებლობა 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია გზის გახსნას ვადაზე ადრე, მაღალი ტურისტულისეზონის დაწყებამდე გეგმავს.

როგორც ზურაბ პატარაძე აცხადებს, სამომავლოდ ბათუმის ესტაკადა უმნიშვნელოვანესროლს შეასრულებს ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვისა და ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურადგანხორციელებაში, რაც დადებით როლს ითამაშებს რეგიონის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების საქმეში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics