17:35 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 21:09:02, 1349 ნახვა

საზოგადოება
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის მორიგი საერთაშორისო აღიარება

იტალიის მეღვინეობით ცნობილ  პიემონტეს რეგიონში გამართულ ღონისძიებაზე  „მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნის" საპატიო სიგელი საქართველოს გადაეცა.

საზეიმო ღონისძიება  ისტორიული ციხესიმაგრე „Grinzane Cavoir"-ში ჩატარდა და მასზე მოწვეული იყვნენ იტალიის პიემონტეს რეგიონის ადმინისტრაციის, სამეცნიერო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მევენახეები  და მეღვინეები. საქართველოდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებას" გენერალური დირექტორი გიორგი ეზურგბაია.

შეხვედრაში მონაწილეობდა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს დიპლომები გადასცა ქალაქ ალბას მერმა ბატონმა მაურიციო მარელომ. 

დაჯილდოება გაიმართა ეგიდით - „იუნესკოს საგანძური". გასულ წლებში ანალოგიური ჯილდოები გადაეცა ტოკაის (უნგრეთი), მენდოზას (არგენტინა) და ბურგუნდიის (საფრანგეთი) მეღვინეობის სახელგანთქმულ რეგიონებს.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო პიემონტეს მეღვინეთა საზოგადოება „Enoteca Regionale Piemontese Cavoir" და მისი პრეზიდენტი, სენატორი ტომაზო ძანოლეტი.

საქართველოს მევენახეობის ლანშაფტები, მისი ღვინის და მევენახეობის ისტორიის ღირსშესანიშნავი ეტაპები, ქართული ვაზის გენოფონდი, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგია და ზოგადად ქართული ვაზისა და ღვინის კულტურა - სტუმრებს  დოქტორმა ჯოვანი ტეზიომ, პროფესორმა ოსვალდო ფაილამ (მილანის უნივერსიტეტი) და დოქტორმა დონატო ლანატიმ წარუდგინეს.

შეხვედრის  მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული  ღვინოები, რომლებიც წარმოადგინა „მეღვინეობა ხარებამ" - ქვევრში ტრადიცული ტექნოლოგიით დაყენებული საფერავი, ოცხანური საფერე და მწვანე კახური.  იტალიურმა სანერგე „რაუშედომ" წარმოადგინა ევროპული სტილის ექსპერიმენტული ღვინოები  - რქაწითელი, მწვანე კახური, საფერავი და ალექსანდროული.

 

( NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics