|
2018-05-13 16:08:02, 1451 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. აქციის მონაწილეების თქმით, გუშინდელი განცხადებები, რომ მათ მემორიალზე იცეკვეს და ამით შეურაცხყვეს მემორიალი, აფსურდია. "თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის, ბექა წიქარიშვილის თქმით, ამ სიმბოლური ჟესტით გამოეხმაურნენ იმ უკმაყოფილებას, რომელიც სოციალურ ქსელებში აქციის მონაწილეების მიერ გუშინ მემორიალზე ცეკვას მოჰყვა. მისი განმარტებით, ეს იყო ორგანიზაციული გადაცდომა და იმ ადამიანებს, ვინც ეს შეურაცხყოფად მიიღო, ბოდიშს უხდის. „ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე. ვინც შეურაცხყოფად მიიღო, გუშინ იქ რომ ცეკვავდნენ, მინდა გაგხსენოთ, რონ 9 აპრილსაც სიმღერით და ცეკვით დახვდნენ ჯარს და დარწმუნებული ვართ, გუშინ რომ აქ ყოფილიყვნენ, ისინიც იცეკვებდნენ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)