2015-05-25 18:47:59, 487 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ჯაფარიძის, ხაჩიძის, მელაძისა და კუბლაშვილის მიერ პარტიის დატოვებას ადასტურებს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე ადასტურებს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, გიორგი მელაძემ და პავლე კუბლაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე ამ ფაქტს დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი, არ მგონია, რომ ეს იყოს ლოგიკური გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგმა დაიწია „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგმა მოიმატა. წასვლის მიზეზებზე თავად ამ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ“,-აღნიშნა ვაშაძემ.
კითხვაზე- აპირებენ თუ არა პარტიიდან წასულები „თავისუფალ დემოკრატებში“ გაწევრიანებას, ვაშაძემ უპასუხა, რომ “ ეს მათ უნდა ვკითხოთ“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან