17:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 23:23:46, 1887 ნახვა

სამართალი
ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს, მათ ადვოკატებს კი, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს ბრალი წარუდგინეს. მათ გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას და გასაღებას ედავება.

ამასთან, ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, რადგან გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი

„რაც შეეხება გამოძიებაში არსებულ ცნობებს, მე ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. ძალიან დიდი ემოციური ფონი მოჰყვა ამ ყველაფერს. ამ მტკიცებულების გახმაურება გარკვეულწილად დააზარალებს, მათი აზრით, გამოძიებას. ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის იმიტომ, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, რა მოხდა და როგორ მოხდა“, – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ირაკლი ჩუტკერაშვილმა.

კიდევ ერთი ადვოკატი ნინო ლალიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არა კლუბში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ დიღომში დააკავეს.

ამსთან, ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, კლუბში არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაუკავებიათ.

„საქმის მასალები, მიუხედავად იმისა, რომ ბრალის წარდგენა მოხდა, ჯერჯერობით არ გადმოგვეცა. შესაბამისად, რამდენად დასაბუთებული არის პროკურატურის მოთხოვნა, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი, შეუძლებელია“, - განაცხადა ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, გვიან ღამით კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, შსს-ს ცნობით 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულების მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics