|
2018-05-12 11:16:00, 1508 ნახვა
სამართალი
„მსგავს ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან არავინ ელოდა“ - ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს
პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს. როგორც მან პარტიის ოფისში გამათულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინდელი ქმედებით ხელისუფლებამ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პოზიცია ღიად დააფიქსირა. „ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი. მე მგონი არავინ ამ ქვეყანაში მსგავს ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან და კონკრეტულად პოლიციის მხრიდან არ ელოდა“, - განაცხადა ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, გვიან ღამით, კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შემდეგ, კლუბებში მყოფმა პირებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც სამინისტროს ცნობით, 20 პირი დააკავეს. თუმცა „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ცნობით, აქციაზე 60-მდე პირის დაკავება მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)