|
2015-05-25 17:51:09, 458 ნახვა
პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე "ნაციონალურ მოძრაობას": ბიუჯეტის ვირთხები იყავით, ამ თემაზე როცა საუბრობთ, ცოტა გაწითლდით მაინც
"ბიუჯეტის ვირთხები იყავით და ხელს აფათურებდით ყოველმხრივ ბიუჯეტში, დაწყებული თქვენი შეფიდან, დამთავრებული ნებისმიერი თქვენი ხელისუფლების ჩინოსნებამდე",-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პიოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. მისივე თქმით, ქვეყანა ნორმალური გზით ვითარდება და დემაგოგი ადამიანები სცდილობენ, ყველაფერი პირიქით წარმოაჩინონ. "ერთი ამბავი დააწიეს, რომ ჩვენ გეგემა გვქონდაო ეკონომიკის გაჯანსაღების, ამირან გულში მღეროდაო, ბატონმა ზურაბმა სწორად უთხრა. კიბატონო, მოიტანეთ თუ რამე გაქვთ. ერთსახოვნად ყველა მზად ვართ განვიხილოთ და თუ რაიმე მართლაც დადებითი იქნება, მაშინ მივიღებთ გულწრფელად.ეს არის სპექტაკლი-ნიანგის ცრემლების ღვრა და ხალხზე ზრუნვა. ახლა გაახსენდათ ხალხი ამ ჩვენს დემაგოგ აკადემიკოსებს, რომლებსაც უნდათ ახლა წარმოაჩინონ, ვაიმე რა ცუდ დღეშია ხალხი. გაგხსენებოდათ, თქვე დალოცვილებო, 10 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ბიუჯეტზე ზრუნვას, ბიუჯეტზე საერთოდ არ უნდა იღებდეთ ხმას, რადგან ბიუჯეტის ვირთხები იყავით და ხელს აფათურებდით ყოველმხრივ ბიუჯეტში, დაწყებული თქვენი შეფიდან, დამთავრებული ნებისმიერი თქვენი ხელისუფლების ჩინოსნებამდე.ასე რომ, ბიუჯეტზე რომ ილაპარაკებთ ცოტა შეგრცხვეთ მაინც, ან გაწითლდეთ მაინც, თქვე დალოცვილებო.ვინ გაბედავდა, მიშას რეჟიმის დროს თქვენი მეათედი ეთქვა ხელისუფლებისათვის, სიმართლეს ვერ იტყოდით, თორემ ისეთ სიცრუეს, სიყალბეს და დემაგოგიას, რომელსაც თქვენ ატრიალებთ აქ, ამას ვინ გაბედავდა.ეს ცრუპენტელა დემაგოგები ვერაფერს დაგვაკლებენ. ქვეყანა მიდის ნორმალური გზით",-განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)