16:13 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 19:47:21, 1613 ნახვა

სამართალი
სასამართლომ სახელმწიფო შენობებში უკანონოდ მცხოვრებ პირებზე შემწეობის გაცემის აკრძალვა არაკონსტიტუციურად სცნო

სასამართლომ სახელმწიფო შენობებში უკანონოდ მცხოვრებ პირებზე შემწეობის გაცემის აკრძალვა არაკონსტიტუციურად სცნო. 

სასამართლომ არაჰუმანურად მიიჩნია აიძულო ადამიანი არჩევანი გააკეთოს საცხოვრებელ ფართსა და საარსებო საჭიროებას შორის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრების დაცვის არგუმენტით სოციალური საჭიროების მქონე პირების განსხვავება არაგონივრულია.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და მიუთითა, რომ სოციალური დახმარებით  სარგებლობის მიზნებისათვის, თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენდნენ ყველა ის პირი, რომლებიც უნებართვოდ ცხოვრობდნენ  სახელმწიფო საკუთრებაში, იმისდა მიუხედავად თუ როდის წარმოეშვათ აღნიშნულ პირებს სოციალური დახმარების მიღების საჭიროება. სადავო ნორმა ზღუდავს სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები პირის სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას, მაშინ როდესაც მონაცემთა ბაზაში სადავო ნორმის ამოქმედებამდე დარეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მყოფი პირები აგრძელებდნენ სოციალური დახმარების მიღებას. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირ პირობებში მყოფი (სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები) პირების ნაწილს ჰქონდა სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობა, ნაწილს კი არა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ დიფერენცირებას არ ჰქონდა გონივრული გამართლება და ეწინააღმდეგებოდა  საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.  

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი მოახდინოს საკუთარი ქონების ხელყოფის აღკვეთა, რასაც არც მოსარჩელე მხარე არ ხდიდა სადავოდ. თუმცა, ქონების ხელყოფის აღსაკვეთად გამოყენებული ღონისძიების შერჩევისას სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები არ არის უსაზღვრო. კერძოდ, შერჩეული ღონისძიება არ უნდა არღვევდეს ადამიანების მიმართ არაჰუმანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის პრინციპს.
საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის ღირსების უფლებასთან მიმართებით შეაფასა იძულების ღონისძიების სახით სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის ჩამორთმევის კონსტიტუციურობა და მიიჩნია, რომ ამგვარი ღონისძიების გამოყენებით სახელმწიფო საკუთარი ქონების დასაცავად, მისი ხელყოფის აღსაკვეთად, იყენებს ადამიანის მძიმე სოციალურ მდგომარეობას. ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება არ შეიძლება სახელმწიფოს მიერ გამოყენებული იქნეს მიზნის მიღწევის საშუალებად, შესაბამისად იძულების ღონისძიების სახით სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის ჩამორთმევა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მოთხოვნებს“,-ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, მოქალაქე თამარ თანდაშვილის სახელით სასამართლოში სარჩელი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეიტანა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics