|
2018-05-11 19:00:30, 1522 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: როგორც კი გააკეთა ივანიშვილმა განცხადება დაბრუნების თაობაზე, გუნდში პრობლემები მყისიერად მოგვარდა
დაბრუნდა პოლიტიკაში პარტიის თავჯდომარის რანგში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც იქნება ახალი ეტაპის დასაწყისი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის რიგით მეხუთე ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის დაბრუნება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებასა და გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს. „ეს იყო ჩვენი პარტიისთვის და ასევე ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩვენი პარტიის ყრილობა სადაც მიღებულ იქნა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. განახლდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. ასევე გაფორმდა საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე. ის დაბრუნდა პოლიტიკაში პარტიის თავჯდომარის რანგში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რაც იქნება ახალი ეტაპის დასაწყისი. ვგულისხმობ პარტიის განვითარების პროცესს და ზოგადად ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებას“,- განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება გუნდში არსებულ დაპირისპირებას, კობახიძის თქმით, ეს საკითხი უკვე მოგვარებულია. „როგორც კი გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება პოლიტიკაში მისი დაბრუნების თაობაზე, მყისიერად ეს მცირე პრობლემები მოგვარდა. ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს ნდობა და შესაბამისი პოლიტიკური წონა, რომ ასეთი პრობლემები ძალიან მარტივად გადაჭრას“, - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ივანიშვილის სიტყვით გამოსვლისას გაჟღერებულ გზავნილებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ სწორედ ეს გზავნილები იყო 2012 წლიდან დემოკრატიის გარდატეხის მთავარი მონაპოვარი. „ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოხსენებაში გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. აქ იყო კონცეპტუალური მნიშვნელობის გზავნილები. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ იმ გზავნილს, რომელიც უკავშირდებოდა ეკონომიკისა და დემოკრატიის ურთიერთმიმართებას. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უნდა დაეწიოს ეკონომიკა დემოკრატიას და არა პირიქით. ეს არის კონცეფცია, რომელსაც დაეფუძნა ჩვენი ქვეყნა 2012 წლიდან და ეს იყო ჩვენი დემოკრატიული გარდატეხის მთავარი მონაპოვარი და როგორც მოგეხსენებათ, ამ გარდატეხის მთავარი შემოქმედი და ავტორი გახლდათ, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ის იქნება მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ხაზს „ქართული ოცნება“ და ჩვენი სახელმწიფო არ გადაუხვევს“,- აღნიშნა კობახიძემ.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)