|
2018-05-11 17:21:31, 1919 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მას ყრილობაზე დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ასევე ყრილობამ პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა: ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, დავით საგანელიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოს წევრები აღარ არიან: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე, დეპუტატი თემურ ჭკუასელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, ზვიად კვაჭანტირაძე, ირინა ფრუიძე, დავით კოღუაშვილი, ნოდარ ხადური, ზვიად გონაძე და რომან კაკულია. აღსანიშნავია, რომ პოლიტსაბჭოს სულ 25 წევრი ჰყავდა, თუმცა ახლა საბჭო 15 პირისგან შედგება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)