|
2018-05-11 12:27:08, 1399 ნახვა
სამართალი
შსს-მ უცხო ქვეყნის მოქალაქის ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, წარსულში ქურდობისა და ძალადობისთვის ნასამართლევი პირები - 1995 წელს დაბადებული ჯ. გ. და 1997 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ირანის მოქალაქეს - 1987 წელს დაბადებულ ი.ა.-ს ფული, მობილური ტელეფონი, პასპორტი და სახლის გასაღები წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „დანაშაულის ჩამდენი პირების, ასევე ფაქტის თვითმხილველი ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დანაშაული დაფარა, შემთხვევიდან მოკლე დროში დავადგინეთ და დავაკავეთ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)