00:51 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 12:24:52, 1522 ნახვა

სამართალი
შსს-მ თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტი გამოვლინდა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. ერთ-ერთ ბრალდებულს გამოძიება ყალბი დოკუმენტაციის გასაღებასაც ედავება.

„დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულია კუსტარული წესით დამზადებული, საბერძნეთის რესპუბლიკის სახელით გაცემული ყალბი დროებითი ბინადრობის და მართვის მოწმობები, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ყალბი პასპორტები, სხვა სახის ყალბი დოკუმენტები და ამგვარი დოკუმენტაციის დასამზადებელი დანადგარები. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics