|
2018-05-11 12:05:01, 1553 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა გეოპოლიტიკური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა შეესაბამებოდეს ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირებს. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სომხეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)