10:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 16:45:17, 1582 ნახვა

საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს იქნება ქვეყნის მიერ ვეტერანებისადმი მადლიერების გამოხატულების გამოვლინება.

„გუშინ იყო 9 მაისი, გამარჯვების დღე და გვქონდა შეხვედრა ჩვენი ომის ვეტერანებთან. ძალიან ამაღელვებელი და ემოციურად დატვირთული დღე იყო. ეს არიან ღვაწლმოსილი გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად. ისინი განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ და არიან განსაკუთრებული ადამიანები - უკვე ძალიან ხანდაზმულები, მაგრამ ძალიან მეომრული შემართებით არიან. მთელი დღე გავატარე მათთან. მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი მთავრობის რამდენიმე წევრთან, ძირითადად ეკონომიკურ ბლოკთან. მინდა გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ ჩვენი სახელმწიფოსი და ეს იქნება მცირედი გამოხატულება მათდამი მადლიერების. კიდევ ერთხელ მინდა მათ ეს დღე მივულოცო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics