2015-05-25 14:58:39, 372 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ესტონეთის პრემიერი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს.
„ძვირფასო კოლეგა, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ წარმატებებს! ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ რწმენას, რომ თბილი ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსა და ესტონეთს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია მისალოც წერილში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან