19:44 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 17:21:40, 1792 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკის (NIB) პირველ ვიცე-პრეზიდენტს, თომას ვრანგდალს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში, საქართველოსა და ბანკს შორის  გაფორმდება ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში დაიწყება თანამშრომლობა.

„ფინანსურ რესურსთან ერთად, მნიშვნელოვანია ისეთ თემებზე მუშაობა, როგორიცაა ციფრული ეკონომიკა, მწვანე ეკონომიკა და განათლება. ჩრდილოეთის ქვეყნებს, რომელშიც შედიან სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები, ამ საკითხებში აქვთ დიდი გამოცდილება, ამიტომ ჩვენთვის ძალიან ღირებული იქნება ეს თანამშრომლობა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„ქართულ დელეგაციასთან, რომელსაც ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა. მოუთმენლად ველით დიალოგის გაგრძელებას საქართველოსთან ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია ის ტემპი, რომლითაც საქართველო მუშაობს თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში, მოხდება დოკუმენტზე ხელმოწერა და ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის დაიწყება აქტიური პარტნიორობა“, - აღნიშნა ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics