11:51 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 14:21:20, 1628 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.

„ფასდაუდებელია ამ ადამიანთა გმირობა და თავდადება. აუნაზღაურებელია, ის მსხვერპლი, რომელიც საქართველომ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად გაიღო  ფაშიზმზე გამარჯვებისთვის. მინდა გამარჯვების დღე მივულოცო  და დღეგრძელობა ვუსურვო ჩვენს ვეტერანებს.  სამარადისო ხსოვნა მათ,   ვინც სიცოცხლე  გაწირა მშვიდობისა და მომავლისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვაკის პარკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics