|
2018-05-09 00:01:51, 2152 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი მომავალ პრეზიდენტს რამდენიმე რჩევას აძლევს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომავალ პრეზიდენტს რამდენიმე რჩევას აძლევს. „ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს ვურჩევ, შეეცადოს, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური კულტურა რამენაირად ამოიყვანოს პროვინციალიზმის ჭაობიდან, იყოს თავისუფალი, გაიაზროს ის, რომ ამ ქვეყანაში ძალიან რთულია არ იყო არავის კაცი, ამ ქვეყანაში ძალიან რთულია, როდესაც შენ მართლა ობიექტურ ღირებულებებს ატარებ“, - განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ვერ ხედავს პერსპექტივას იმ რეალობაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს. „თუ ქართული ოცნების კანდიდატი გაიმარჯვებს, ჩვენ როგორ ქვეყანაში გავიღვიძებთ? გამგებლიდან პრეზიდენტამდე ყველა ერთი პარტიის რომ იქნება? და მერე ასეთ ქვეყნებს, როდესაც ამ ძალაუფლების ვერტიკალს გვირგვინივით დააჯდება ასეთი პრეზიდენტი, რას ეძახიან?“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)