|
2018-05-08 23:47:54, 2012 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" სააპრეზიდენტო კანდიდატს ივლისში ან აგვისტოში წარადგენს. კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატი შერჩეული არ ჰყავს. "უახლოეს თვეებში უნდა გადავიდეთ საშტაბო რეჟიმზე. ჩვეულ რეჟიმში ჩამოყალიბდება შტაბი და ის დაიწყებს მუშაობას ზაფხულის მეორე ნახევარში. დავიწყებთ მომზადებას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. კანიდატი დასახელებული ჯერ არ არის. რომც გვყავდეს კანდიდატი შერჩეული, თუმცა ჯერ არ გვყავს, მას საჯაროდ მაინც არ დავასახელებდით - ეს არის ტაქტიკური საკითხი. ივლისში-აგვისტოში დავასახელებთ და საიწყებო საპრეზიდენტო კამპანია", - განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე - შეიძლება თუ არა იყოს ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს თავად ივანისვილის გადასაწყვეტია. "ბიძინა ივანიშვილი გახდება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, ის იქნება უშუალოდ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის იქნება პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ის უხელმძღვანელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თუმცა, ჩემთვის არის მისი პოზიცია ცნობილი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "არჩევანში".
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)