|
2018-05-08 23:12:00, 2077 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: იქნება სერიოზული კონკურენცია - მარგველაშვილისთვის მეორე ადგილზე გასვლის შანსი მიზერულია
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართული ოცნებისთვის" რისკფაქტორს არ წარმოადგენს. კობახიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის რეიტინგი არ არის მაღალი და ის მმართველი გუნდის კანდიდატს კონკურენციას ვერ გაუწევს. „გიორგი მარგველაშვილი იმ შემთხვევაში იქნებოდა ჩვენთვის რისკფაქტორი ამ არჩევნებში, თუ მას ექნებოდა ამ არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა. თუმცა, არსებული სურათი არის ისეთი, რომ მეორე ადგილზე გასვლის ალბათობა არის ძალიან დაბალი. საკმაოდ რთულია მეორე ადგილის გამოცნობა, იქნება სერიოზული კონკურენცია. ვთქვი ის, რაც უკვე ვიცით, მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა გიორგი მარგველაშვილს აქვს მიზერული. იქნება საერიოზული კონკურენცია და ხალხი გადაწყვეტს", - განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა "არჩევანში". კითხვაზე - ვინ გავა მეორე ადგილზე, კობახიძი მიიჩნევს, რომ ძირითადი კონკურენცია "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" კანდიდატებს შორის იქნება. მანვე დასძინა, რომ პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილია და მას მმართველი გუნდის კანდიდატი დაიკავებს.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)