09:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 13:19:50, 1504 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე კომპანია „ფრეგობასის“ ელექტროავტობუსის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ფრეგობასის“ ელექტროავტობუსის  პრეზენტაციას დაესწრო და ახალი ავტობუსით იმგზავრა. ავტობუსი სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს.

ტესტირების პროცესის მიზანი ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით, ელექტოავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდაა.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, თანამედროვე მსოფლიო  ელექტროტრანსპორტზე გადადის და ამ მიმართულებით, გამონაკლისი არც თბილისი იქნება.

„დღეს ერთი ელექტროავტობუსი შემოვიყვანეთ და გვინდა, რომ ერთი თვის განმავლობაში, სხვადასხვა ხაზებზე დავტესტოთ. განვითარებული ქვეყნები 2023 წლიდან ელექტროავტობუსებზე გადასვლას აპირებენ. ზოგადად, ეს მიმართულება თანამედროვე მსოფლიოში თანდათან იხვეწება, უფრო საინტერესო ხდება და გამონაკლისი ჩვენც არ ვიქნებით. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც ეს მიმართულება უფრო განვითარდება, ელექტროავტობუსებს აუცილებლად შემოვიყვანთ. ასევე, ვმუშაობთ ავტობუსების აწყობა-წარმოებაზე, ავტობუსების ქარხნის მშენებლობაზე საქართველოში. წინასაარჩევნოდ მქონდა ამაზე საუბარი და ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ელექტროავტობუსის პრეზენტაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზაზე გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერთან ერთად, გერმანული კომპანია EURABUS-ის გენერალური დირექტორი კრისტიან საიცი, სატრანსპორტო კომპანიისა და „ფრეგობასის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ფრეგობასი“ გერმანულ კომპანიასთან - EURABUS და ჩინურ კორპორაციასთან - ZTE Corporation ერთად, საქართველოში ელექტროავტობუსების ქარხნის გახსნას გეგმავს.   ელექტროავტობუსის კონსტრუქცია ინოვაციური მეთოდითა და ალუმინის მცირე დეტალებითაა აწყობილი, რომელსაც შედუღება არ სჭირდება. ავტობუსი დაყოფილია სექციებად და მისი სიგრძე 8, 10 ან 12 მეტრია.

ელექტროავტობუსი ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და 100%-ით ეკოლოგიურად სუფთაა, რაც გარემოს დაბინძურების მაჩვენებლების მნიშვნელოვან შემცირებას უწყობს ხელს. კომპანია ქარხნის ამუშავების შემდეგ, 300-ზე მეტი ადგილობრივის დასაქმებას გეგმავს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics