14:50 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 12:33:08, 1472 ნახვა

სამართალი
ტუღუში: რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ტატუნაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის

რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი ტუღუშმა განაცხადა. 

მისი თქმით, კარგი იქნება თუ იუსტიციის სამინისტრო ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებს.

„ მთავარი მიზანი რაც შეიძლება იყოს ამ სარჩელის, პირველ რიგში, ეს არის რომ დადგეს რუსეთის პასუხისმგებლობა უშუალოდ იმ ვანდალიზმის გამო რომელიც იქნა ჩადენილი და ამ შემთხვევაში მე პირდაპირ ვგულისხმობ იმას რომ რუსეთს დაეკისროს პასუხიმგებლობა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის. რაც უფრო მეტად აქტიური იქნება იუსტიციის სამინისტრო ამ მიმართულებით, იქნება კარგი, თუმცა ჩვენ გვახსოვს ცუდი მაგალითები, მათ შორის რუსეთ-საქართველოს საბჭოზე, სადაც ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ იუსტიციის სამინისტრო არ იჩენდა არანაირ აქტიურობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს აღსრულება და რუსეთმა გადაიხადოს ის კომპენსაცია, რომელიც მან საქართველოსთან წააგო", - განაცხადა ტუღუშმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს. სარჩელს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს. საქმეზე მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics