2018-05-07 14:20:18, 1467 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას პროვოკაციად აფასებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს.
როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ეს მოსახლეობას დამატებით პრობლებას უქმნის.
"ეს გახლავთ დროებითი ზომა, რომელიც ამჯერადაც გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა მოსახლეობას ეს უქმნის დამატებით, სერიოზულ პრობლემას და ეს ცხადია იქნება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა", - განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, დღეს საღამოს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. შეზღუდვა 10 მაისს მოიხსნება.
ავტორი: ,