09:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 12:30:34, 1777 ნახვა

საზოგადოება
ძიუდოს ნაკრების წევრები დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ

საქართვველოს ძიუდოს ფედერაციასთან სპორტსმენები და გულშემატკივრები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

როგორც ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, აქციები იქამდე გაგრძელდება სანამ მომიტინგეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მისივე შეფასებით, ქევხიშვილი ფედერაციას ერთპიროვნულად მართავს.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დავით ქევხიშვილს მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. დღეს გოგოების ნაკრებიც შემოგვიერთდა და განაცხადეს, რომ სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ. ასევე, დღეს უნდა შევხვდეთ კულტურისა და სპორტის მინისტრს. მივაწვდით მას ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ", - განაცხადა ლიპარტელიანმა.

რაც შეეხება 10 მაისს დაგეგმილ ყრილობას, ჭრიკიშვილს თქმით, ქევხიშვიი იქამდე უნდა გადადგეს. მანვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე ყრილობის ჩატარებას აზრი არ აქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics