|
2018-05-06 15:48:35, 1954 ნახვა
საზოგადოება
მარათონს - Wings for Life მსოფლიო რბენა 2018-ს საქართველო კახეთიდან უერთდება
საქველმოქმედო მარათონი Wings for Life მსოფლიო რბენა კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეხუთედ იმართება. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთში სარბენად 7 000 მონაწილე დარეგისტრირდა. მსოფლიო რბენაში მონაწილეობას იღებს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. მასობრივ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად კახეთს ესტუმრა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაცია პრეზიდენტ ტომაშ აიანის ხელმძღვანელობით. დღეს ერთად დარბიან პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული სარბენი მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთის შემდეგ დაიძვრება, 15 კმ/ს სიჩქარით დაიწყებს მოძრაობას და მაქსიმალურ სიჩქარეს – 35 კმ/ს განავითარებს. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება. მორბენლებს უკან, სტარტზე, სპეციალური ავტობუსებით დააბრუნებენ. წელს „ფინიშის მანქანის“ საჭესთან ავტომრბოლელი დათა ქაჯაია იქნება. Wings for Life World Run 2018-ის ორგანიზატორია კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. პროექტი ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ თანაორგანიზებით ხორციელდება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)