09:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-06 13:31:29, 1606 ნახვა

საზოგადოება
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ლიბიიდან კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური დაბრუნდა

დღეს დილით სამშობლოში დაბრუნდა კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, რომელიც 2015 წლიდან ლიბიაში იყო დაკავებული.  

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში  მეზღვარურს ოჯახის წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები.

სოსლან კაკაბაძემ და მისი ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს მისი გათავისუფლების საქმეში ჩართულობისა და გატარებული საქმიანობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მეზღვაურის დაკავებიდან 2015 წლიდან ამ დრომე ლიბიაში არსებული  არსებული მძიმე სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის გამო სოსლან კაკაბაძის საქმის სასამართლო განხილვა ვერ ხერხდებოდა.  საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინტენსიური სამუშაო ჩაატარა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად, გამოიყენა რა ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმები - უცხოელი პარტნიორების და ლიბიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით.

სოსლან კაკაბაძის გათავისუფლებას წინ უძღვოდა ეგვიპტეში საქართველოს ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ვიზიტი ლიბიაში და მისი შეხვედრები ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ქართველი მეზღვაურის გათავისუფლების საქმეში კოორდინირებულად იყვნენ ჩართული როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მტავრობა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

როგორც სოსლან კაკაბაძის დახვედრის დროს ბათუმის აეროპორტში საქართველოს სააგრეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა ქრათველი მეზღვაურის გათავაისუფლების პროცესი იყო რთული, თუმცა კოორდინირებული მუშაობით და პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი გახდა ამ შედეგის მიღება. მისივე თქმით, მაისის მეორე ნახევრში გაიმართება ლიბიაში მყოფი დანარჩენი ქართველი მეზღვაურების საქმის განხილვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics