|
2018-05-06 11:49:23, 1446 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის 5 წლის იუბილე აღინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციას მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობას ახდენს და სახელმწიფოსა და ფერმერს შორის არსებული შუა რგოლია. ღონისძიებაზე მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა რეგიონებში, აგრარული სექტორის განვითარების ხელშემწყობია. „სწორედ თქვენი მუშაობით სამინისტრომ ბოლო წლებში შეძლო რთულ ამოცანებთან და გამოწვევებთან გამკალვება, რისთვისაც მადლობას გიხდით, თუმცა, წინ ახალი გამოწვევები გვაქვს. ჩვენ, ევროკავშირის მხარდაჭერით ექსტენციის ახალი სტრატეგია მივიღეთ. მისი დიდი ნაწილი სწორედ საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის გაძლიერებასა და ახალ ეტაპზე გადასვლას ისახავს მიზნად. თქვენ, რეგიონებში ფერმერებს უწევთ დახმარებას და კონსულტაციას, რათა მათი საქმიანობა იყოს მეტად ეფექტიანი. ასევე, ეხმარებით სამინისტროს დაგეგმილი პროექტების შესახებ ფერმერი დროულად იყოს ინფორმირებული, რაც აგრარული სექტორის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის ქსელი 2013 წელს ჩამოყალიბდა. მასში 9 რეგიონალური სამმართველო და 45 საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახური შედის, რომლის თანმშრომლები ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათასობით ფერმერს კონსულტაციას უწევენ და მათ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. ღონისძიებას ყველა რეგიონის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურისა და რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომელთაც წარმატებული საქმიანობისათვის სიგელებიც გადაეცათ. 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)