2018-05-05 20:16:43, 935 ნახვა
რეგიონი
ჯიოევი: ქართული ეკლესიის წარმომადგენლების აძვისთავზე გასვლის სურვილი პროვოკაციაა
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ქართული მართლმადიდებრული ეკლესიის წარმომადგენლების და მრევლის სოფელ აძვისთავზე გასვლის სურვილს პროვოკაციად აფასებს, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.
"სპუტნიკ ოსეტია"-ს ინფორმაციით, ჯიოევმა აღნიშნა, რომ ღონისძიება, რომლის დროსაც ქართველი მღვდლები და მრევლი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას აპირებენ, 5-6 მაისს არის დაგეგმილი.
"ეს დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელიც სიტუაციას გაართულებს, მითუმეტეს წინ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე უნდა აღინიშნოს", - განაცხადა ჯიოევმა.
დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ევროკავშირს მოუწოდა ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას, რათა არასასურველი მოვლენები არ განვითარდეს.
ავტორი: ,