22:14 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 13:14:04, 1942 ნახვა

სამართალი
შსს-მ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,  ორი პირი - 1993 წელს დაბადებული გ.ზ. და 1991 წელს დაბადებული ზ.ს., ქურდობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.

უწყების ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 29 აპრილს  ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში,  ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწიეს, საიდანაც ტელევიზორი, ელექტროხერხი და  წყლის ტუმბო მოიპარეს. გ.ზ.-მ და ზ.ს.-მ, ასევე, გაიტაცეს ამავე მოქალაქის კუთვნილი ოპელის მარკის ავტომანქანა, რომლითაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებულ ავტომანქანას მეორე დღესვე მეზობელ სოფელში მიაკვლიეს. პოლიციამ სხვა მოპარული ნივთები მომხდარიდან რამდენიმე დღეში ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ  ერთ-ერთი დაკავებული - გ.ზ. მხილებულია მიმდინარე წლის 11 თებერვალს სოფელ შემოქმედში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც,  მის მიერ სასურსათო მაღაზიაში შეგდებული საბრძოლო ხელყუმბარის აფეთქების შედეგად,  სავაჭრო ობიექტი დაზიანდა და მეპატრონეს, დაახლოებით, 4000 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

ორივე  ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი  ზიანი გამოიწვია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics