22:14 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 10:23:26, 1559 ნახვა

სამართალი
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახლადგახსნილ ცენტრს უცხოელი პოლიციის ატაშეები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახლადგახსნილ ცენტრს უცხო ქვეყნების პოლიციის ატაშეები და საელჩოების წარმომადგენლები ეწვივნენ.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრმა 1 მაისიდან აქტიურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა.

შსს-ს ცნობით, ცენტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმის ახალი ეტაპის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში მოქალაქეთა მომსახურება „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიმდინარეობს: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება და სხვა, სულ, 50-მდე საპოლიციო სერვისი.

სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

ახალმა ცენტრმა სრულად ჩაანაცვლა საპატრულო პოლიციის ე.წ. „მე-12 ოთახი“.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics