14:50 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 18:18:49, 1719 ნახვა

სამართალი
„პოლიციელების ჩვენებით ვერავის დაჩაგრავენ“ - ზურაბ ჯაფარიძე ჯარიმის გადახდას არ აპირებს

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არ აპირებს გადაიხადოს ის 2000 ლარი, რომელიც სასამართლომ 3 მაისს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მოტივით დააკისრა.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და სასამართლოში მისულ პოლიციელებს სიცრუეში ადანაშაულებს.

„მე არ ვაპირებ ამ 2000 ლარის გადახდას, შესაბამისად, სახელმწიფოს ჩემგან ძალით მოუწევს ამოიღოს ეს თანხა. ჩემს საბანკო ანგარიშებს გავათავისუფლებ, რათა ვერაფრის წაღება ვერ შეძლოს. სასამართლოს დარჩება ერთი გზა, გაყიდოს ბინა, რომელიც მდებარეობს ყიფშიძეზე და ცხოვრობენ ჩემი მოხუცი მშობლები. მე გარანტიას ვაძლევ სახელმწიფოს, რომ ვერ გაყიდიან ბინას და ჩემს მშობლებს ვერ გამოყრიან", - ამბობს ზურა ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში, რომელიც „გირჩის“ Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომელთა ცრუ ჩვენებების საფუძველზეც ადამიანებს იჭერენ და ასამართლებენ.

„სისტემის შიგნით არავინ დასჯილა. სისტემა ამ ადამიანებს ჩაგრავს და ასე ხდება ბევრ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ხდება გაუხმაურებელ დანაშაულებებზე. სისტემას შეუძლია ორი პოლიციელი მოიყვანოს, რომელიც ზღაპრებს მოყვება და სისტემა ამ ადამიანებს, რასაც უნდა იმას უზამს.  თუმცა ჩემი მიზანი რიგითი პოლიციელების დასჯა არ არის. ჩემი მიზანია დაისაჯოს ის ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ სისტემას დედას *********, ამ ქვეყანაში პოლიციელების ჩვენებით ვერავის დაჩაგრავენ", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, 2 მაისს „გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს. გუშინ, იგივე ბრალდება პარტიის ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს წარუდგინეს. სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მეგრელიშვილს და ხვიჩიას კი, 10-10 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics