21:12 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 18:18:18, 1726 ნახვა

ეკონომიკა
გაეროს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ საქართველო სავაჭრო სფეროში წამყვან რეფორმატორთა შორის დაასახელა

საქართველო სავაჭრო სფეროში წამყვან რეფორმატორ ქვეყნებს შორისაა რეგიონში, - ასე მოიხსენია საქართველო გაეროს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ UNECE (United Nations Economic Commission for Europe)  ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

გარდა ამისა, ასეთივე სათაურით გამოაქვეყნა UNECE-მ პრესრელიზი ორგანიზაციის ინტერნეტ-გვერდზე.  აქვეა მოყვანილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადება იმისა შესახებ, რომ საქართველო მზადაა, რეფორმების გატარების საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც ამჟამად რეფორმებს ახორციელებენ. 

აღნიშნული ტვიტი გამოქვეყნდა საქართველოს სავაჭრო სექტორში მარეგულირებელ და პროცედურულ ბარიერებთან დაკავშირებული კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა. კვლევის თანახმად, საქართველო სავაჭრო სფეროში განხორციელებული ლიბერალური რეფორმების გათვალისწინებით რეგიონში ლიდერ პოზიციაზეა, როგორც რეფორმატორი ქვეყანა. 

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. 

კვლევის პრეზენტაციას დაესწრნენ ევროკავშირის ქვეყნების, თურქეთის, ალბანეთის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლები. 
კვლევა საჯაროდ 2018 წლის ივნისში გამოქვეყნდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics