09:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 17:48:25, 1580 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ მოხსენება საერთაშორისო სამიტზე წარადგინეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ მოხსენება  დუბაიში გამართულ "მომავლის ბლოკჩეინის სამიტზე"  წარადგინეს.

საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა  უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილებაზე და პროექტის სარგებლის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.  საქართველო  პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში  ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა.  ბლოკჩეინში ინტეგრირება  უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციებს კიდევ უფრო მეტად დაცულს, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს და გამჭვირვალეს ხდის.

სამიტზე საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის დანერგვის პროექტის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ ამჟამად საჯარო რეესტრი გონიერი კონტრაქტების,  ე.წ.  სმარტ კონტრაქტების დანერგვის მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. გონიერი კონტრაქტების სისტემის საშუალებით ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებას მხარეები ციფრულ ფორმატში, განაწილებული სააღრიცხვო სისტემის მეშვეობით განახორციელებენ.

„მომავლის ბლოკჩეინის საერთაშორისო  სამიტი" 2-3 მაისს, დუბაიში გაიმართა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან  1500-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.  ღონისძიებაზე  მოხსენებებით ბლოკჩეინის ეკოსისტემის  60-ზე მეტი ექსპერტი წარსდგა, რომლებმაც  ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგში გამოყენების გამოცდილებასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics