07:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 16:51:13, 1345 ნახვა

საზოგადოება
შვეიცარია საქართველოში აგრარული დარგის მხარდაჭერას აგრძელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურ დირექტორს (SDC) მანუელ ზაგერს, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლუკას ბერლინგერს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს  რეგიონულ ხელმძღვანელს ოლივიე ბურკს და სააგენტოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე და ხაზი გაუსვა შვეიცარიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების, ასევე, დარგის განვითარებაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს. 

ნოდარ კერესელიძემ მანუელ ზაგერს  სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია გააცნო და  ხაზგასმით აღნიშნა  სახელმწიფოსთვის  აგრარული დარგის პრიორიტეტულობის საკითხი.

კერესელიძემ ასევე ისაუბრა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ შვეიცარიასთან თანამშრომლობის ყველა მიმართულება  სრულ თანხვედრაშია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიასთან.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, პროფესიული განათლება და სწავლება არის ნებისმიერი დარგის განვითარების წინაპირობა, რასაც აგრარულ სფეროში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიულ გეგმას. ნოდარ კერესელიძემ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურ დირექტორს მავნებელთან ბრძოლის 2018 წლის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები გააცნო. 

„მრავალი წელია შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ჩვენ ვაფასებთ დარგის განვითარების მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებს. შედეგები ნამდვილად თვალსაჩინოა და გიდასტურებთ სრულ მხარდაჭერას“,- განაცხადა მანუელ ზაგერმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე დემნა ხელაია ესწრებოდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics