|
2018-05-04 12:42:03, 527 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2019-2022 წწ საშუალოვადიანი გეგმის განხილვა გაიმართა
დღეს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს 2019-2022 წწ საშუალოვადიანი გეგმის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე ძირითადად საუბარი 2019 წლის პროგრამების პროექტებს შეეხო. გეგმის თანახმად 2019 წელს სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით 1 482 801 გაიზრდება და 17,248,620 ლარი იქნება. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 31 პროგრამას განახორციელებს. სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილია 1 ახალი პროგრამის ამოქმედება, კერძოდ, „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანადაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“. ფართოვდება მართოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, მომავალი წლიდან პროგრამას ბენეფიციარებად დაემატება სხვადასხვა პრობლემების მქონე დედები. ასევე, გაიზრდება სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა. ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით: 200,000 ლარით გაიზრდება გულის ქირურგიის დაფინანსება, 500,000 ლარი დაემატება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამას, 150,000 ლარით გაიზრდება მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია, 150 000 ლარით გაიზრდება ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის ტანადაფინანსება, ამავე პროგრამით დაიწყება - შშმ პირების, 18 წალმედე ასაკის ბავშვების, ასკით პენსიონერების 200,000 სარეიტინგო ქულით, 100,000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებისა და უსახლკაროების ძვირადღირებული ქირურუგიული ოპერაციების თანაგადახდა სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია შემდეგი სიახლეები: I. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ორთოპედიული გამოკვლევა, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტოზური პროფილაქტიკა. II. მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში პირველადი სკრინინგით გამოვლენილ, სმენის დარღვევების მქონე ახალშობილებში მეორადი სკრინინგის და საჭიროების შემთხვევაში ჩაღრმავებული კვლევების ჩატარება. III ჰელმინთებზე გამოკვლეული ბავშვებისათვის ოჯახის ექიმის/პედიატრის/პარაზიტოლოგის კონსულტაცია და ანტიჰელმინთური პრეპარატის სამკურნალო დოზის გადაცემა. IV ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისათვის ახალი სამიზნე ჯგუფის გამოვლენა ქალაქ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების პირველ და მეორე კლასელთა შორის. შეხვედრაზე პრეზენტაციების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. 2019-2022 წწ საშუალოვადიანი გეგმის პროექტები იხილეთ: http://adjara.gov.ge/branches/listpage.aspx…
(NS)
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)