21:12 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 13:33:26, 1467 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე  საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა ჟან კლოდ პირეს შეხვდა.

 შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობა, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა თბილისში AFD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს გახსნის შემდეგ. საუბრისას, ხაზი გაესვა ქართული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის რეფორმის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე აღსანიშნავია AFD-ის მიერ საპენსიო სისტემის რეფორმის მხარდაჭერისთვის გადადგმული  და დაგეგმილი ნაბიჯები.

ფინანსთა  მინისტრმა ჟან კლოდ პირეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისათვის როგორიცაა: ხაშურის წყალმომარაგების სექტორის მშენებლობა, ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სფეროში რეფორმების ფინანსური მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

AFD სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნების პოლიტიკას სიღარიბის დაძლევის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულები. საქართველოში AFD-ის შესაძლებლობა აქვს, განახორციელოს სუვერენული და არასუვერენული დაფინანსება ურბანული განვითარების, სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა  და მმართველობის სფეროებში.

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე  საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა ჟან კლოდ პირეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობა, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა თბილისში AFD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს გახსნის შემდეგ. 
საუბრისას, ხაზი გაესვა ქართული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის რეფორმის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე აღსანიშნავია AFD-ის მიერ საპენსიო სისტემის რეფორმის მხარდაჭერისთვის გადადგმული  და დაგეგმილი ნაბიჯები.

ფინანსთა  მინისტრმა ჟან კლოდ პირეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისათვის როგორიცაა: ხაშურის წყალმომარაგების სექტორის მშენებლობა, ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სფეროში რეფორმების ფინანსური მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

AFD სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნების პოლიტიკას სიღარიბის დაძლევის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულები. საქართველოში AFD-ის შესაძლებლობა აქვს, განახორციელოს სუვერენული და არასუვერენული დაფინანსება ურბანული განვითარების, სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა  და მმართველობის სფეროებში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics