|
2018-05-04 10:36:47, 1858 ნახვა
პოლიტიკა
პეტრ პაველი: რუსეთი დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, ნატო სამხედრო წარმომადგენლობას არ გააძლიერებდა
რუსეთი დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, ნატო საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას არ გააძლიერებდა, - ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა, პეტრ პაველმა განაცხადა. მან პრაღაში გამართულ ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთს არ მოსწონს ახლანდელი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ლიბერალური დემოკრატიის დასავლურ ნიმუშს ეფუძნება და სურს ის იმგვარად შეცვალოს, რომ ეს წესრიგი მის ეროვნულ მოდელს შეესაბამებოდეს. „რუსეთი დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო და ყველა საერთაშორისო სტანდარტი ფეხქვეშ არ გაეთელა, ნატო აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგზე საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას არ გააძლიერებდა. უნდა აღინიშნოს, რომ უმეტესად რუსეთი არ ახორციელებს კლასიკურ სამხედრო აგრესიას, არამედ ამისთვით ჰიბრიდულ საშუალებებს, კერძოდ, მედიაში და სოციალურ ქსელებში პროპაგანდას იყენებს“,- განაცხადა პაველმა. გენერალმა ალიანსის ქვეყნებს ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი სწორედ ამ ერთობის დანგრევას ცდილობს. „ჩვენ ოპონენტებს უნდა ვაჩვენოთ რომ აგრესია ძვირად დაუჯდებათ და გამარჯვებისთვის ნაკლები შანსი აქვთ“,- აღნიშნა პაველმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)