|
2018-05-03 22:14:37, 1827 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის განცხადებით, უმჯობესია, თუ შეწყალების საქმეზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უმჯობესია, თუ შეწყალების საქმეზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება, რადგან ამით ყველაფრის ლუსტრაცია მოხდება. "მე მოსურნე ვარ ასეთი რამის, რადგან კიდევ უფრო ლუსტრაცია მოხდება ამ ყველაფრის. ეს საზოგადოება რაღაცებს ატარებს, რაღაცების შეჩვევა ხდება. უკეთესია, თუ რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება, ვიდრე ასე, ყურს რომ აჩვენებ", - განაცხადა მარგველაშვილმა. ამასთან, პრეზიდენტმა მისი მისამართით მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 38 000 დანაშაული ხდება. მისივე განმარტებით, დანაშაულის ჩამდენ პირებს შორის მის მიერ შეწყალებული ადამიანთა წილი დაახლოებით 0.3%-ია. "5-6 წლის წინ წარმოიდგენდით, რომ ეთერში მე ვიჯდებოდი, როგორც პრეზიდენტი და ადეიშვილის თანამშრომლები, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან, მე წამიყენებდნენ ბრალდებას, რომ ის ხალხი, ვინც ჩაყარეს ციხეში „პაჩკობით“ და უზარმაზარი სასჯელები აკიდეს, იმათი შეწყალებისთვის დღეს დამისვამდით კითხვას, რატომ გააკეთე ესო?! გარდა ამისა, ძალიან შორს ვართ იმ ქვეყნებისგან სიტყვის თავისუფლების კუთხით და პოლიტიკური პლურალიზმით, ასე რომ, ძალიანაც ნუ ედრებიან იმ ქვეყნებს. ვიდარდოთ საქართველოზე, სადაც ერთპარტიულ მმართველობას ვაბეტონებთ. 600-მა ჩაიდინა განმეორებით დანაშაულიო ჩემი შეწყალებულებიდან. მერამდენედ ვითხოვ, რომ მაჩვენონ ეს სტატისტიკა. თურმე წარმოებს რაღაც სტატისტიკა, თურმე პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას რაღაც ეშლება და ამას არავინ მეუბნება წლების განმავლობაში და მხოლოდ საპარლამენტო დებატებზე მიფრიალებენ. ეს ნორმალურია?! შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის პირდაპირი ფუნქციაა ქვეყანაში არეგულიროს კრიმინოგენური ვითარება, თურმე მე ამხელა კრიმინალს ჩავდივარ, ამას არ მეუბნება და აძლევს სტატისტიკას მესიჯ ბოქსში, რომ გაამყარონ ამ სტატისტიკით - „მავნებელი მარგველაშვილი", - განაცხადა პრეზიდენტმა გადაცემა "რეაქციაში".
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)