09:06 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 10:55:06, 1377 ნახვა

საზოგადოება
პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი (“Skin Cintact”)  ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Vinisfera“ –ს ორგანიზებით გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენას ჟურნალისტები, იმპორტიორები და ღვინის მწერლები დაესწრნენ.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია: „მევენახეობა ვაზიანი“, „ჯიველი“, „ვინო მარტვილი“, „მანდილი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ქინძმარაულის მარანი“, „გოცას საოჯახო მეურნეობა“, „ამირან ვეფხვაძის მეღვინეობა“ და „ნიკა ბახიას მარანი“.

დეგუსტაციას უძღვებოდა „Vinisfera“ –ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდზე. ღვინოები წარმოდგენილი იყო კახეთის, იმერეთის, სამეგრელოსა და ქართლის რეგიონებიდან. 

პოლონეთი ქართული ღვინის  ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და  ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.  2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით ექსპორტირებულია  741 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც  32 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics