|
2018-05-03 10:52:23, 1523 ნახვა
საზოგადოება
პროფესიული განათლების ახალი სისტემა შეიქმნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობა "პროფესიული განათლების შესახებ" კანონპროექტს განიხილავს. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ცვლილებები პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას გულისხმობს. კერძოდ, პრემიერის თქმით, ცვლილებების თანახმად, პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია მოხდება. "ანუ ჩნდება ატესტატის მიღების და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა. ცვლილებები ასევე ქმნის პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობას, მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორიტეტიზაცია. ცვლილებები ასევე აჩენს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას", - აღნიშნა პრემიერმა. გიორგი მისივე თქმით, ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადების და გადამზადების სისტემა, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულთათვის. "განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები , რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, ხოლო მეორე შემთხვევაში ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება და ა.შ. დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომები, სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდება მასწავლებლის მომზადების კარიერული წინსვლის სისტემა, იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარების შესძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერმა და აქვე აღნიშნა, რომ კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)