|
2018-05-02 19:37:21, 1523 ნახვა
საზოგადოება
ბესელია: თუ პარლამენტი თავად არ იცავს წესდებას, ვერასდროს გააკონტროლებს, როგორ იცავენ ამას სხვები
„ჩემთვის ყველაზე სამწუხარო არის ის სურათი, რომელიც ამ დარბაზში ჩანს და ვფიქრობ, ეს არის პასუხი კითხვაზე - რა არის მთავარი გაუგებრობა და წინააღმდეგობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის“, - ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტში გამართულ დებატებს, რომელიც პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, თუ პარლამენტი თავად არ იცავს თავის წესდებას და პროცედურებს, ის ვერასდროს გააკონტროლებს როგორ იცავენ მას სხვები. „არ არის ეს პერსონალური დაპირისპირების საკითხი, ეს არის ინსტიტუციური დამოკიდებულების პროცესში გამოჩენილი ძალიან დიდი უპატივცემულობა. აი ამის მაგალითია დღევანდელი დღე. მე მგონი ჩვენ შორს წასვლა არ დაგვჭირდება არგუმენტების საძებრად, ის რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო პრეზიდენტისგან, რომელსაც ევალება თავად იყოს გარანტი კანონის დაცვის და იმ ინსტიტუტის პატივისცემის, რომელსაც ევალება არამხოლოდ კანონის მიღება, არამედ ევალება მის მიერ მიღებული კანონის პატივისცემა და დაცვა. ჩვენ კანონმდებლები თუ გადავაბიჯებდით იმ პროცედურებს , რომლის დარღვევასაც ასე დაბეჯითებით გვთხოვდა ოპოზიცია, ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ გადავაბიჯებდით იმ ზღურბლს, რომლის დაცვაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ არათუ არ სცა პატივი ამ წესებს და პროცედურებს, არამედ მან თქვა რომ მისთვის გამონაკლისი სივრცე შექმნილიყო დღეს პარლამენტში. ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხდა ბესელიამ. ამასთან, ბესელია აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულება არ უკვირს, რადგან საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროცედურებს მუდამ არღვევდა. „პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ გყვავდა, სამწუხაროდ, 9 წლის განმავლობაში არღვევდა პროცედურებს, ამიტომაც არ გაუკვირდა ჩვენ ოპონენტებს, მერე რა მოხდა დავარღვიოთ პროცედურა და შიგადაშიგ ყოფილა შემხთვევები, როდესაც ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ეჭრებოდა ხოლმე ოპოზიციას, მაგრამ ალბათ გახსოვს ის გამონათქვამები, როცა ასეთ დროს მიმართავდა მათ. ჩვენ შემდგომ გადავდგით სრულიად სხვა ინსტიტუციური ნაბიჯი და მე გული ძალიან მწყდება ერთ-ერთ ადამიანზე, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი იყო ბატონი მარგველაშვილი და მას დავყვებოდი მთელი ქვეყნის მასშტაბით. გული მწყდება იმის გამო, რომ პირველივე გადაწყვეტილება იყო მორალური არჩევანი და ამ არჩევანის დროს ვერ დავინახე ის პრინციპი, რაზეც ხშირად მოგვიწოდებს ხოლმე და ეს არ არის საკითხი რომელიც ხშირად ისმის, რომ თქვენ დაუპირისპირდით პრეზიდენტს იმიტომ რომ ის მთიდან ბარში არ ჩამოვიდაო, როგორც ეს ბატონმა გოცირიძემ თქვა. ეს არ არის მარტივი საკითხი, სასახლე თუ სხვა შენობა. ეს იყო სწორედ იმ მორალური პრინციპების საკითხი რომელიც ავლებდა ზღვარს წარსულსა და მომავალს შორის“, - აღნიშნა ბესელიამ. ცნობისთვის ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა დებატების კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელება მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ დარბაზში იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ დისკუსიაში ჩართვის საშუალება მიეცემოდა. პარლამენტმა რეგლამენტის შეცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რეგლამენტის შეცვლის მომხრე 28 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი, 50. შესაბამისად, დებატების პრეზიდენტის გარეშე გაგრძელდა
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)