07:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 19:09:19, 2008 ნახვა

საზოგადოება
ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალზე ეროვნულ არქივში დაცული აფიშები გამოიფინა

ქართული ფილმების მეხუთე კინოფესტივალზე, „Georgia 100 – A Film Fest Feast", რომელიც 1 მაისს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გაიხსნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული კინოპლაკატების კოლექცია გამოიფინა.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი,  ორგანიზაციები - „Life Though Cinema" და „British-Georgian Society".

ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული ფილმები და ქართული კინოკლასიკა. ამასთან, 4 დეკემბერს მაყურებელი იხილავს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკას, რომელიც ეროვნულ არქივშია დაცული.

ეროვნულ არქივთან პარტნიორობით მოწყობილ ქართული კინოპლაკატების გამოფენაზე წარმოდგენილია 30-80-იანი წლების ქართული მხატვრული ფილმების აფიშები. ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ინგლისურ-ქართული პუბლიკაცია, რომელშიც ამ აფიშების რეპროდუქციები დაიბეჭდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics