|
2018-05-02 14:05:00, 1506 ნახვა
საზოგადოება
„გალტ & თაგარტმა“ საქართველოში ტურიზმის სექტორის კვლევის შესახებ კონფერენცია გამართა
„გალტ & თაგარტმა“ ტურიზმის სექტორის შესახებ გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს ტურიზმის სექტორის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. „გალტ & თაგარტი“-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ესწრებოდნენ - ტურიზმის სფეროში აქტიურად მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოს ბანკის კორპორატიული კლიენტები. „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ მომზადებულ საქართველოს ტურიზმის სექტორის კვლევაში, დეტალურად არის განხილული ტურისტული ინდუსტრიის საკვანძო საკითხები - ვიზიტორების დინამიკა, ტურისტული ბუმის მიზეზები, განთავსების ობიექტების დინამიკა, ტურისტულ ბაზრებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა. ამასთან, ყურადღება არის გამახვილებული ტურიზმის რიგ მიმართულებებზე, სადაც ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია. კვლევაში ასევე განხილულია დარგის ძირითადი პრობლემები და მთავრობის პოლიტიკა ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ანგარიშის მიხედვით ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. კვლევაში საუბარია ტურიზმის სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც 2017 წელს საქართველოს 3.5 მლნ ტურისტი ეწევია და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2.8 მლრდ აშშ დოლარი შადგინა. „გალტ & თაგარტის“ კვლევაში საუბარია, პროგნოზებზე მომავალი წლების განმავლობაში, მათ შორის აღნიშნულია, რომ წელს შესაძლოა საქართველოს 4,2 მლნ ტურისტი ეწვიოს, 2022 წლისთვის კი ქვეყანამ 7,6 მლნ ტურისტს უმასპინძლოს, რაც საქართველოს მოსახლეობაზე 2-ჯერ მეტია. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო სადისკუსიო პანელს, რომლის მთავარი თემა უახლოესი 5 წლის მანძილზე 7 მილიონი ტურისტის მასპინძლობა და მათი დახვედრის მზაობა გახლდათ. „ღონისძიების მთავარი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან მოცემული სექტორის აქტიური მონაწილეები - კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, რათა მოხდეს სექტორში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა, დისკუსიის გამართვა. გვსურდა მოწვეული სტუმრებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია თუ როგორ აღიქვამს ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებსა თუ პერსპექტივებს კერძო სექტორი და რა ფორმით უწყობს მას ხელს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები“,- განაცხადა „გალტ & თაგარტი“-ს კვლევების მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)