07:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 11:40:03, 1525 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია სპორტსმენებს სპორტული ინვენტარით და ეკიპირებით უზრუნველყოფს

თბილისის მერიამ ახალი ქვეპროგრამა დაიწყო, რომელიც  სპორტის 30-მდე სახეობაში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების სპორტული ინვენტარით და ეკიპირებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს, თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, დაფინანსებას მიიღებენ ის სპორტული ფედერაციები და სპორტული კლუბები, რომელთა საქმიანობა სოციალური მიზნების განხორციელებისკენ არის ორიენტირებული. პროგრამის ბიუჯეტი 600 ათას ლარს შეადგენს. 

„როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებოდა სპორტის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. შეიძლება ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვიდეს, თუმცა სპორტული ცხოვრება სხვა წარმატებების საწინდარია, ამიტომ მერია აქტიურ მუშაობას იწყებს მასობრივი სპორტისა და სხვადასხვა სპორტის სახეობების განვითარებაზე. ჩვენ ძალიან ბევრი ფედერაცია გვაქვს, მაგრამ მათ არ აქვთ იმის ელემენტარული შესაძლებლობა, რომ ეკიპირებით და სპორტული ინვენტარით იყვნენ აღჭურვილნი. ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან იქნება თანადგომა. ვფიქრობთ, პროგრამა ხელს შეუწყობს თბილისის ნაკრები გუნდების, კლუბების და სპორტსმენების პირობების გაუმჯობესებას, მასობრივი სპორტის განვითარებას და ამ მიმართულებით მეტი წარმატების მომსწრენი გავხდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სპორტის სახეობების ბიუჯეტი, რომლის დაფინანსებაზეც დღეს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას,  320 ათას ლარს შეადგენს. ეს სახეობებია: სამბო, კრივი, საცხენესნო, სროლა, ჭიდაობა, ჩოგბურთი, ფრენბურთი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics