|
2018-05-02 11:08:11, 1516 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის პროგრამის განხილვას დაესწრო
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“-ში პროექტის - „კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნისა და მოსამზადებელი პროგრამის“ შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, როლანდ შტოირერმა სიტყვით მიმართეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, პროექტს „კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნასა და მოსამზადებელ პროგრამას“ ახორციელებს, რომელიც მოიცავს საკოორდინაციო სტრუქტურის შექმნასა და კლიმატის მწვანე ფონდისთვის ეროვნული პროგრამის შემუშავებას. ეროვნული პროგრამა წარმოადგენს ანალიტიკურ დოკუმენტს და ითვალისწინებს თანამშრომლობის გაძლიერებას კლიმატის მწვანე ფონდთან. ასევე, პროექტის ფარგლებში განისაზღვრება პრიორიტეტები, რაც ფონდიდან დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას გულისხმობს. კლიმატის მწვანე ფონდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში შეიქმნა როგორც მისი მთავარი ფინანსური მექანიზმი. ფონდი მობილიზებას უწევს 100 მილიარდ აშშ დოლარს, რომლითაც მოხდება განვითარებადი ქვეყნების დაბალემისიანი და მდგრადი განვითარების პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება. შეხვედრას კერძო და საჯარო სექტორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)